სიახლეები

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში გაჩნდება ცალკე ჩანაწერი სპორტის შესახებ!

23 ივნისი, 2017

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში გაჩნდება ცალკე ჩანაწერი სპორტის შესახებ!სპორტის შესახებ ჩანაწერის გაჩენაზე საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტისა და ექსპერტების მუშაობა წარმატებით დასრულდა, მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შემუშავებული ფორმულირების დახვეწისათვის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც გაიზიარა და ჩაერთო ამ პროცესში. კონსტიტუციის პროექტში სპორტის შესახებ ჩანაწერი, მეორე მოსმენისთვის, მე-5 მუხლში - „სოციალური სახელმწიფო“, ფიქსირდება ცალკე მე-6 პუნქტად შემდეგი ფორმულირებით:

[ იხილეთ სრულად ]

ასოციაცია პირდაპირ ეთერში - ვენეციის კომისიის წინასწარი დაკვნის შეფასება

18 ივნისი, 2017

ასოციაცია პირდაპირ ეთერში - ვენეციის კომისიის წინასწარი დაკვნის შეფასება საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სტუმრად ობიექტივის ღამის ეთერში. გადაცემის თემა იყო კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შეფასება.

[ იხილეთ სრულად ]

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სტუმრად ობიექტივის ღამის ეთერში

11 ივნისი, 2017

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სტუმრად ობიექტივის ღამის ეთერშიგადაცემის თემა იყო კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი. კითხვები დაისვა ცალკეულ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესი და სხვა. ასოციაციის მხრიდან გაჟღერა შეფასებები, რეკომენდაციები და ინიციატივები რიგ საკითხებზე. იხილეთ გადაცემა:

[ იხილეთ სრულად ]

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის მონაწილეობით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

6 ივნისი, 2017

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის მონაწილეობით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართაშეხვედრაზე ვიმსჯელეთ თუ რა სახით უნდა აისახოს სპორტის საკითხი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში . დღევანდელი რედაქციით, კონსტიტუციის მეორე თავის 34¹ მუხლში წერია, რომ „სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სპორტულ გაერთიანებებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვას“. კონსტიტუციის პროექტში არსებული ჩანაწერი, რაც ზოგად დებულებებში სოციალური სახელმწიფოს მუხლშია განთავსებული, "სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვთარებაზე" ჩანაწერი უკმარისობის გრძნობას ტოვებს, რადგან სპორტთან დაკავშირებით მეტი სამართლებრივი რეგულაციები უნდა არსებობდეს, ეს პოზიცია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მიერაც გაზიარდა.

[ იხილეთ სრულად ]

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში

5 ივნისი, 2017

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში თემა : სტუდენტური განხილვების შედეგები საკონსტიტიციო რეფორმის შესახებ და ოქმი, სადაც გაჟღერდა სტუდენტური ინიციატივები და ასოციაციის რეკომენდაციები კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტთან დაკავშირებით.

[ იხილეთ სრულად ]

საყოველთაო სტუდენტური განხილვის შედეგები საკონსტიტუციო კომისიის მიერ დამტკიცებულ შემაჯამებელ ოქმში

5 ივნისი, 2017

საყოველთაო სტუდენტური განხილვის შედეგები საკონსტიტუციო კომისიის მიერ დამტკიცებულ შემაჯამებელ ოქმშისაქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის დოკუმენტი, რაც სტუდენტური განხილვების დასრულების შემდეგ შედგა, წარმოდგენილია საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დამტკიცებულ შემაჯამებელ ოქმში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ გაცხადებული შენიშვნები, როგორც კომისიის მხრიდან, ისე საზოგადოების მხრიდან სათანადოდ გააზრებული და გაზიარებული იქნება.

[ იხილეთ სრულად ]

ვიდეო