სიახლეების არქივი

საყოველთაო სტუდენტური განხილვის შედეგები საკონსტიტუციო კომისიის მიერ დამტკიცებულ შემაჯამებელ ოქმში

5 ივნისი, 2017

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის დოკუმენტი, რაც სტუდენტური განხილვების დასრულების შემდეგ შედგა, წარმოდგენილია საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დამტკიცებულ შემაჯამებელ ოქმში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ გაცხადებული შენიშვნები, როგორც კომისიის მხრიდან, ისე საზოგადოების მხრიდან სათანადოდ გააზრებული და გაზიარებული იქნება.

[ იხილეთ სრულად ]

ოქმი - "სტუდენტური განხილვები კონსტიტუციის რეფორმის შესახებ"

2 ივნისი, 2017

დღეს, 2 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინა სტუდენტური განხილვების შედეგები. ოქმში მიმოხილულია ყველა საკითხი, რაც წამოიჭრა განხილვების დროს ასევე ასოციაციის რეკომენდაციები და დასაბუთებული შენიშვნები კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტთან დაკავშირებით. დოკუმენტის გასაცნობად გახსენით სიახლე.

[ იხილეთ სრულად ]

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

26 მაისი, 2017

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დღევანდელი დღე, 26 მაისი, ყველასთვის მნიშვნელოვანი და სიმბოლური თარიღია. სიმბოლურია, სწორედ იმიტომ, რომ ეს დღე არის ჩვენი ეროვნული სულისკვეთების და პატრიოტიზმის ზეიმი. დამოუკიდებელი საქართველოსთვის თაობები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში, და ეს ბრძოლა გრძელდება დღესაც, ვინაიდან სწორედ დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველოს მშენებლობა არის ის გამოწვევა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვამოძრავებს. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები ვუერთდებით, ეროვნულ ზეიმს, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ ჩვენი თანამემამულეები.

[ იხილეთ სრულად ]

კონსტიტუციის რეფორმა - "ღია სტუდია"

25 მაისი, 2017

სტუმრები: კონსტანტინე კოპალიანი -ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, თინათინ ობოლაძე - ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი გადაცემაზე განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის ირგვლივ, ასოციაციამ გააჟღერა გერმანიაში საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესახებ.

[ იხილეთ სრულად ]

კონსტიტუციური რეფორმის განხილვა - გთსუ

23 მაისი, 2017

23 მაისს საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოაციაციამ ჩაატარა დასკვნითი და შემაჯამებელი სტუდენტური განხილვა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში. შეხვედრაზე წარვადგინეთ ყველა ძირითადი ცვლილება, ასევე მოვისმინეთ სტუდენტების მოსაზრებები და საინტერესო კითხვები. სტუდენტური განხილვები დასრულდა, ჩვენ ვიმყოფებოდით თბილისის 8 უნივერსიტეტში და შევხვდით 200-მდე დაინტერესებულ სტუდენტს, მოვისმინეთ მათი აზრი რიგ საკითხებზე.

[ იხილეთ სრულად ]