უმაღლესი განათლების პოლიტიკა - სტუდენტური ხედვა

პროექტი „უმაღლესი განათლების პოლიტიკა - სტუდენტური ხედვა“ ემსახურება წლების მანძილზე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ჩამოყალიბებული პრობლემების აღმოფხვრას. პროექტის უმნიშვნელოვანესი მიზანია სტუდენტების, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართვა უმაღლესი განათლების პოლიტიკის შემუშავებაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია საჯარო დისკუსიის წამოწყება და თვისებრივი კვლევის განცხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებებზე განხილული იქნება საუნივერსიტეტო განათლების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული სტატუსი; საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა; მმართველობის დეცენტრალიზაცია; აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა ქართულ საგანამანთლებლო სივრცეში და ა.შ. პროექტის ფინალურ ეტაპზე მოხდება საჯარო დისკუსიებსა და თვისებრივი კვლევის შედეგების შეჯამება, რომლის საფუძველზეც მომზადდება სარეკომენდაციო დოკუმენტი. ზემოხსენებული დოკუმენტი წარედგინება როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა და დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით. პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფარგლებში.

პროექტი -- “უმაღლესი განათლების პოლიტიკა - სტუდენტური ხედვა”-- ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ვებგვერდი არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.


პუბლიკაცია: უმაღლესი განათლების პოლიტიკა - სტუდენტური ხედვა

პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები